• March

    4

    2025
  • 68
  • 0
პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელშიც მოცემულია ტერმინ „გენდერის“ განმარტება.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცხოური გავლენით მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს.

დავით მათიკაშვილის თქმით, კანონპროექტით უქმდება საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულება.

„საბჭო, რომელიც სახელწოდებაშივე ქმნიდა არასწორ წარმოდგენას საბჭოს საქმიანობის შესახებ, ბუნებრივია, მისი არსებობის საჭიროება დღეს აღარ არის. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებმა არ უნდა მოახდინონ ფოკუსირება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის ურყევ დაცვაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor