• May

    15

    2024
  • 87
  • 0
პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

საუბარია საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 28 დეპუტატი იყო. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ გაზიარებული არ არის.

ცვლილებები მიღებულია თავდაპირველი რედაქციით.

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო 18 აპრილს დაადო.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, 60-ის ნაცვლად. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor