• November

    1

    2023
  • 99
  • 0
პარლამენტმა მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

პარლამენტმა მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით, ერთხმად მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ:

  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები;
  • გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში;
  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება;
  • მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ხუთ წლამდე შემცირდება, რითიც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor