• December

    17

    2025
  • 30
  • 0
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს.

კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, ერთხმად მიიღო.

პროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თორნიკე ჭეიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor