• May

    27

    2025
  • 133
  • 0
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება

პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ორგანომ დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების პროექტი 87 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

მომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება და მისი სახელწოდება – ეროვნული სადაზვერვო სააგენტო იქნება. სააგენტოს უფროსს და მის მოადგილეებს კი თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე და მისი საქმიანობის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. სააგენტოს საქმიანობა ასევე საპარლამენტო კონტროლის ქვეშ განხორციელდება.

თენგიზ შარმანაშვილმა კოლეგებს წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, 27 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო და ცვლილებების შინაარსობრივ, ტექნიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor