• December

    17

    2025
  • 30
  • 0
პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს.

ცვლილება ასევე მოიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა, იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. ​

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor