
პატიმარმა სააკაშვილმა ოპოზიცია ამხილა
,,ვივამედის” ყველაზე ცნობილი პაციენტი უკმაყოფილოა – მისი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ოპოზიციაა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ კიდევ მეტი ქმედებებია საჭირო. ვერშემდგარი ,,ნაცმაიდანის” შემდეგ, სააკაშვილი ისევ რადიკალურ აქციებს ითხოვს და აქვე რადიკალურ ოპოზიციას ამხელს – იმას, რასაც კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” მალავდა, ბელადმა სოციალური ქსელით გაამხილა : სააკაშვილმა დაწერა, რომ რეგიონებიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები აქციიდან ოპოზიციამ გამარჯვების გარეშე არ უნდა გაუშვას.
სააკაშვილის გამო რადიკალები თავის მართლების რეჟიმში აღმოჩდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხალხი აქციებზე რეგიონებიდან საკუთარი სურვილით ჩამოდის და მათ მობილიზებას ოპოზიცია არ ახდენს.
სააკაშვილის მიერ რადიკალების მხილება რადიკალების ტყუილზე მიუთითებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი პარტიის მარცხს ვერ ეგუება და ყველანაირი გზითა და საშუალებით ცდილობს თავისი რადიკალური გეგმების განხორციელებას.
ირაკლი გუნია





