
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პენტაგონი – აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება გადაწყვიტა, რათა დაიცვას ამერიკული ჯარები და დაეხმაროს ისრაელს ირანის მხრიდან საფრთხეების გათვალისწინებით
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება მოახდინოს, რათა დაიცვას ამერიკული ჯარები და დაეხმაროს ისრაელს ირანის, ასევე მისი მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების გათვალისწინებით. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტს ირანის, მისი პარტნიორებისა და მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს, რომლებსაც დეპარტამენტი მიიღებს ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა სინგმა.





