• September

    22

    2023
  • 89
  • 0
პენტაგონი – პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სუვერენული გადაწყვეტილებაა

პენტაგონი – პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სუვერენული გადაწყვეტილებაა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, არის „სუვერენული გადაწყვეტილება“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომ გადაწყვიტონ, რა დონის მხარდაჭერის გაწევას აპირებენ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერი ვერ ამბობს, გამოიწვევს თუ არა პოლონეთის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდების აუცილებლობას, მაგრამ ხაზი გაუსვა პოლონეთის მიერ უკვე გაწეულ დახმარებას.

„პოლონეთი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით მილიონზე მეტი დევნილი უკრაინელისთვის, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი რუსეთის შეჭრის შემდეგ“, – განაცხადა რაიდერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor