• November

    8

    2024
  • 52
  • 0
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს ვალდებულება, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგრძელოს

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს ვალდებულება, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგრძელოს

პენტაგონის წარმომადგენლის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს ვალდებულება, უკრაინას სამხედრო დახმარება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაუგრძელოს.

სინგმა აღნიშნა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე აქტიური დარჩება საპრეზიდენტო დახმარების პაკეტები და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა.

„უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში კვლავ გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფაც შეგვიძლია. ამიტომ მომდევნო კვირებში ჩვენ განვაგრძობთ პაკეტების მიწოდებას“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარების გეგმას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იანვარში დაგეგმილი ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება“, – აღნიშნა სინგმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor