• September

    24

    2025
  • 75
  • 0
პეტერ ფიშერი – საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“, არ მომისმინეს, რადიკალი არ ვარ, გერმანია მეგობრად რჩება

პეტერ ფიშერი – საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“, არ მომისმინეს, რადიკალი არ ვარ, გერმანია მეგობრად რჩება

გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი დაბარება. გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ქმედებებითა და რიტორიკით ეს გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ბლოკავენ. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, – წერს პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა, რომელსაც განემარტა, რომ „ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში“.

ამასთან, პეტერ ფიშერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „გერმანიის ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor