• December

    29

    2024
  • 159
  • 0
პეტრე მამრაძე :,,მე ვიცი რაც იქნება – ზურაბიშვილს კანონშესაბამისად გაიყვანენ სასახლიდან და მოუწევს ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა”

პეტრე მამრაძე :,,მე ვიცი რაც იქნება – ზურაბიშვილს კანონშესაბამისად გაიყვანენ სასახლიდან და მოუწევს ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა”

მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საექსპერტო ცოდნის სიღრმე და მაღალი კვალიფიკაცია, რაც არამარტო მისი აკადემიური განათლებითაა განპირობებული, არამედ ამასთან ერთად, მისი ცხოვრებისეული გზა და ის მაღალი თანამდებობები, რაც მას ეკავა, ბატონ პეტრე მამრაძეს უნიკალურად საინტერესოდ აქცევს ჩვენი ინტელექტუალური მკითხველისათვის და კარგი მასალაა გონების ჰორიზონტების ზრდისათვის. გთავაზობთ ბატონი პეტრეს შეფასებებს და მსჯელობას ქართული პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხებზე.

,,GEO NEWS” საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის”, ,,ნეიტრალური საქართველოს” წევრს, ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს ესაუბრა. 

ბატონო პეტრე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი დასანქცირების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ?

არავითარი მნიოშვნელოვანი და დიდი წონა ამას არა აქვს, მით უმეტეს ივანიშვილისთვის, რომელიც თავად ამბობდა, რომ აქამდეც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, თანაც უკვე კარგა ხანია.
დასავლეთს კი აქვს საკუთარი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ ეხებიან და თავად აარჩიეს ბიძინა ივანიშვილი, რუსეთთან კავშირებში მყოფი კაცი და რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში.

მინდა ვთქვა, რომ უფრო უზნეო და უსამართლო, ვიდრე დასანქცირება ასეთი ქველმოქმედი კაცისა, რომელმაც ამხელა წვლილი შეიტანა, ჯერ სააკაშვილის დამარცხებაში, შემდეგ კი ტრენდი შექმნა, რომ 12 წელიწადია ქვეყანაში არავინ უწამებიათ და არც ქონება არავისთვის წაურთმევიათ, არაფერი მინახავს.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ბევრი ინდექსით ლიდერი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, მათ შორის, თავად აშშ-სთან მიმართებითაც. პირველ ადგილზე ვართ ჩვენს ნახევარსფეროში ეკონომიკური ზრდით, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში გაიანას შემდეგ. ჩვენ გავასწარით არამარტო რეგიონის ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს ბევრ პროგრესულ ქვეყანასაც. აი ამის ფონზე ივანიშვილს და მის მთავრობას რას ვერ პატიობენ ? იმას, რომ არ ჩართეს ქვეყანა ომში და არ გადაბუგეს და დაწვეს უკრაინის მსგავსად ? ამიტომ კადრულობენ ნებისმიერი დონის ცილისწამებას ბიძინასთან მიმართებაში, რაც არის აღმაშფოთებელი.
მე, გამოვიყენე ჯეფრი საქსის სიტყვები ცნობილი ინტერვიუდან, რომ ,,უკრაინას ნუ გადააქცევთ ევროპის ავღანეთად”. არ დამიჯერეს და აგერ, უკვე სამი წელია ვხედავთ ავღანიზაციას უკრაინისა და არც გამოსავალი ჩანს უკეთესობისაკენ, თქვენ იცით, რომ უკრაინა დატოვა და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამ კუთხით მინდა დამატებით გკითხოთ ბატონო პეტრე, გუშინდელმა სანქციებმა საქართველოს მოსახლეობას ხომ არ დაანახა, რომ ის ძალა, ვისაც სურს არეულობა და გადატრიალება საქართველოში სწორედაც, რომ აშშ-ს მომქედი ადმინისტრაციაა. ამაზე რას გვეტყოდით ?

-მე მგონი, ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადი იყო არჩევნებამდეც. პირველი მკვეთრი სიგნალი ამისა, ჩემთვის იყო ანგარიში საქართველოზე, რომელსაც ხელს აწერდა ქალბატონი ლორა თორნთონი, რადგანაც ეს სწორედ ის ლორა თორნთონია, რომელიც საქართველოში ,,ენ დი აის” სამენეჯერო რგოლში იყო და ამ მისიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის იმით იყო ცნობილი, რომ უახლოესი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამიტომ განაცხადა, რომ ოცნებამ, რომ გაიმარჯვოს, ეს იქნება გაყალბებული არჩევნებიო. ამის მერე გამოქვეყნდა უფრო მკაცრი ანგარიში საქართველოზე მაკეინის სახელობის ორგანიზაციის სახელით და აბა, თუ მიხვდებით ვინ აწერდა ამ ანგარიშს ხელს ? დიახ, კვლავ ლორა თორნთონი. და აი, ამ ანგარიშში იყო ულტიმატუმი, რომ თითქოს ოცნებას არ შეუძლია ხმების 25% მეტის აღება, რატომ ? და იყო ასეთი გამრუდებული ლოგიკა, რომ მოსახლეობის 80 % ხომ მხარს უჭერს ევროპას და ოცნებამ ხომ ამ გზიდან გადაუხვია და შესაბამისად, მეტ ხმას ვერ აიღებს. ე.ი. თუ ოცნება იგებს არჩევნებს, თუნდაც უბრალო უმრავლესობით, ეს არჩევნები უნდა გამოცხადდეს გაყალბებულად და მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. მე, ამაზე კიდევაც ვთქვი, აი საბუთი, ულტიმატუმი ოცნების მიმართ, რომლითაც უთხრეს -გირჩევნია მშვიდად წახვიდე, დაანებო ხელისუფლებას თავი და გადააბარო ჩვენთვის საჭირო პირებს და ძალებს.

ასეთ ქცევაზე ზოგიერთმა პატიოსანმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ თბილისში დემოკრატიის პრობლემა არ არსებობს, დემოკრატიის პრობლემა ბრიუსელში არსებობსო.
არაერთი ძალიან ცნობილი ექსპერტი დასავლურ სამყაროში წერს კრიზისებზე და არა ეკონომიკურზე, არამედ სულიერი ფასეულობების კრიზისზე, რასაც იწვევს ზემოთ აღწერილი ორმაგი სტანდარტი. ამიტომაც ხდება ასეთი რამ, რომ სტრასბურგმა გამოაცხადა, ნიკა გვარამია დამნაშავედ, მან სტრასბურგი წააგო, მაგრამ ამ მოვლენიდან 3 კვირაში იგივე გვარამია  ევროპარლამენტის საპატიო სტუმარი იყო, რაც აუხსნელი და გაუგებარია.

როგორ ფიქრობთ, მით უფრო თქვენს ფართო და კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, სადამდე მივა ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება და რა განმუხტვა ექნება ამ მოვლენებს ?

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს და მე, ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დაუშვას, მაშინ მათ წინააღმდეგ შანსები ოპოზიციას არ აქვს. მე, შეგახსენებთ, რომ 7 თვე გრძელდებოდა აქციები 2020 წლის არჩევნების შემდეგ. არის ფაქტორები, რასაც წინასწარ ვერ გათვლი, რადგან პროცესში ბევრი რამ ცვლადია და ამავდროულად, ისინი ხშირად იცვლება, თუმცა ის ფაქტი, რომ 3 ოპოზიციურმა პარტიამ ფული აიღო, დაფიქრების მასალას ნამდვილად იძლევა.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ, დღევანდელ დღესთან მიმართებაში რა მოლოდინი გაქვთ ?გაჯიუტდება ქალბატონი სალომე სასახლიდან გამოსვლაზე თუ არა ?

სალომე არაპროგნოზირებადი ქალია. შეიძლება დღეს ეუბნებოდეს თავისიანებს, რომ არა, მართალი ხარ, არ ღირს შენობის გამო ჭიდაობა და ბოლო მომენტში შეიცვალოს აზრი და თქვას, დამიცავით, რამეთუ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი მე ვარო. ის საბოლოო ჯამში, არის შეურაცხადი, მაგრამ მე, ვიცი რაც იქნება – გაიყვანენ იქიდან და მოუწევს ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა. ასე რომ, რომც წავიდეს ასეთ პროვოკაციაზე, ეს მხოლოდ მისთვის იქნება ცუდი.

ირაკლი გიორგაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor