
პიარი, რეალობა და არარსებული ჰიპერხმა
გუშინ, მსოფლიოს ფაქტიურად ყველა გამოცემამ ერთხმად გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპას სურს თავის ტერიტორიაზე განალაგოს ჰიპერხმოვანი რაკეტების კომპლექსი. თავისთავად, იდეა ერთი მხრივ საინტერესოა, თუმცა რეალური მოცემულობა კი სულ სხვაა…
თემა რომ გავშალოთ, პირველ რიგში განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს პარამეტრებით ჰიპერხმოვანი რაკეტა. შავით თეთრზე წერია, რომ აღნიშნული შემტევი იარაღის სიჩქარე შეადგენს 6 150 კმ/საათიდან, ანუ მახებში რომ გადავიყვანოთ 5 მახიდან.
აღნიშნული იარაღი ოფიციალურად შეიარაღებაში აქვს რუსეთის ფედერაციას ,,ორეშნიკის,, სახით. მეტიც, არც თუ ისე შორეულ წარსულში სამყარომ რეალურად იხილა ამ იარაღის სიძლიერე. არ უნდა გამოგვრჩეს რუსული ,,ცირკონი,, რომლის სისწრაფე 10 000 კმ/სთ აჭარბებს.
ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც გააჩნია ჰიპერხმოვანი რაკეტები. გასულ წელს, ისრაელზე მიტანილი იერიშებისას, გუმბათოვანმა თაღმა ვერანაირად ვერ შესძლო გაშვებული ამ კლასის შვიდი სპარსული რაკეტის ნეიტრალიზება.
ოფიციალური მონაცემებით კი აღნიშნული შემტევი სარაკეტო კომპლექსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არსენალში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სამხედრო ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ ჰიპერხმოვან იარაღს ფლობს ჩუჩხეისტური კორეაც.
ბოლო წლებია, პენტაგონი უშედეგოდ ცდილობს ამ კლასის რაკეტების გამოცდას, თუმცა ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ამერიკელთა ცდები, უშედეგოდ და კრახით სრულდება.
საინტერესო კითხვა იბადება, კი მაგრამ ევროპაში რომელი ქვეყნის ჰიპერხმოვანი რაკეტების განთავსება სურთ ამერიკელ თუ ევროპელ დემოკრატთა მეცენატებს ? რუსული, ჩინური, ირანული ან თუნდაც ჩრდილო კორეულის ?
სამწუხაროდ საქართველოშიც კი საკმაოზე მეტია ეწ ვაი ექსპერტი. დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია – ნატოს არც ერთ ქვეყანას დღემდე ჰიპერხმოვანი რაკეტები არ გააჩნია !
გრეი კლარკი