
პირველ ოქტომბერს ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება
ამ წუთებშიც მოვლენების ეპიცენტრი ისევ ახლოაღმოსავლეთია, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ღაზას სექტორი, ლიბანი და სირია ისრაელის სამხედრო ოპერაციის მასშტაბებს აფართოვებს. ისრაელის სამიზნე კვლავ ,,ჰამასის,, და ,,ჰესბოლას,, ობიექტებია.
დაიბომბა ბეირუთში მრავალ სართულიანი შენობა, სადაც სამედიცინო ცენტრია განთავსებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. მედია წერს იმასაც, რომ ბეირუთში მრავალ სართულიან ცენტრზე განხორციელებულ იერიშს სამედიცინო მუშაკები ემსხვერპლნენ. პარალელურად კი, ოფიციალური თელავივი ლიბანის სამხრეთით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირი ისრაელს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე მიუთითებს.
პირველ ოქტომბერს ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





