• December

    6

    2023
  • 118
  • 0
პიტერ სიიარტო – ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, შეცვალოს პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

პიტერ სიიარტო – ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, შეცვალოს პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გერმანელი კოლეგის, ანალენა ბერბოკის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია, მასში არავითარი შანტაჟი ან თამაში არ არის. ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ იმ საკითხების არევაზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ“, – წერს სიიარტო.

მისი თქმით, ვერც უნგრელი ხალხი, ვერც უნგრეთის პარლამენტი და ვერც ხელისუფლება „ამ დრომდე ვერ ხედავს, რითი იქნება კარგი ევროპისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება“.

„უკრაინა, უბრალოდ, ძალიან შორს არის გაწევრიანებისთვის შესაფერისობისგან ან ამაზე მოლაპარაკებებისგან, ამიტომ ჯერ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. ევროპული ერთიანობის შესანარჩუნებლად ჩვენ გთავაზობთ, მომდევნო კვირის ბრიუსელის შეხვედრის დღის წესრიგიდან მოხსნათ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა სიიარტომ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში ვიზიტისას უნგრეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ახლა „თამაშის დრო არ არის“.

პიტერ სიიარტოს თქმით, ბერბოკს სრულიად არასწორად ესმის ვითარება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor