
პოეტური თვალთახედვით დანახული ახალი წელი
ჩვენი რესპონტენტის, მეგობრისა და პოეტის ალეკო ასათიანის საახალწლო ლექსი, რომელიც საკუთარ საახალწლო განწყობას საქართველოს მოსახლეობას უზიარებს.
რა მოგილოცოთ…
რა მოგილოცოთ, ჩემო ერო, ჩემო ქვეყანავ,
რით განუგეშოთ, დაგიამოთ, ძველი წყლულები,
რაც თავს დაგვატყდა, უკუნი და ღამე სატანა,
მას შემდეგ უფალს, ჩემს მამულზე, ვესაუბრები.
რა დაგებედოთ?! სიყვარული, მოძმის გატანა,
ვით დაგიამოთ, მეც არ ვიცი, დროის წყლულები,
რაც მოდად იქცა, გაყიდვა და მოძმის დაჩაგვრა,
მით დაჩოქილი, უფალს თქვენზე ვეჩურჩულები.
რა უნდა გითხრათ: ჩემო ერო, ჩემო მამულო,
არეული მაქვს, დღეს გონება, მწიწკნის წყლულები,
დაგბედებოდეთ სიყვარული, მოძმის გატანა,
მე კი სირცხვილით, ისევ უფალს, ვებუტბუტები.
ა. ასათიანი
1.01.2025 წ.
p.s. მადლობა და წარმატებები ჩვენს ნიჭიერ მეგობარს.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





