
პოზიტიური მოლოდინი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისკენ.
გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და არ ჰქონდა რეალური შინაარსი. ახლა მთავარი მიზანია რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ შედეგებს, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისების დაწყება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვა აუცილებელია და იმედს იტოვებს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
პრემიერ-მინისტირის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებსა და უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის.
ამგვარმა პარტნიორობის განახლებამ ქართველ ხალხს შეიძლება მოუტანოს შემდეგი სარგებელი.
1 ) ეკონომიკური განვითარება, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას აშშ-ის ბაზარზე, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
2) მგზავრობის გამარტივება, უვიზო მიმოსვლის დაწესება გაამარტივებს ქართველ მოქალაქეთა მოგზაურობას აშშ-ში, რაც ხელს შეუწყობს კულტურული და საქმიანი კავშირების გაძლიერებას.
3) ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, პირდაპირი ავიარეისების დაწყება ორ ქვეყანას შორის გაამარტივებს მგზავრობას, შეამცირებს დროისა და ფინანსურ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებს და საქართველოსაც უნდა მოუტანოს სარგებელი.
ერთობლიობაში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ხდება სრული გააზრება, რომ საქართველო არა მეორეხარისხოვანი პარტნიორი, არამედ სრულფასოვანი სუვერენული ქვეყანაა, რომელთანაც მხოლოდ თანაბარუფლებიანი ურთიერთობებია შესაძლებელი.
გიული ირემაძე





