• February

    22

    2025
  • 56
  • 0
„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, დახმარების მოცულობა, შეიძლება, კიდევ გაიზარდოს

„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, დახმარების მოცულობა, შეიძლება, კიდევ გაიზარდოს

სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობა, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ამზადებს, 20 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის დახმარების ზუსტი რაოდენობა, რომელიც მოიცავს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას, ასევე დაფინანსებას, შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ევროპელ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

დახმარება სავარაუდოდ წარდგენილი იქნება ცალკეული წევრი ქვეყნების ერთობლივი წვლილის სახით და არა ოფიციალური ევროკავშირის პაკეტის, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ წევრი წინააღმდეგობას გამოთქვამს.

კონკრეტული თანხები, რომლითაც მოხდება სამხედრო დახმარება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის შემდეგ, 24 თებერვალს განისაზღვრება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor