• March

    23

    2026
  • 37
  • 0
„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს

„პოლიტიკო“ – ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს

ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აწვდიდა „ცოცხალ ინფორმაციას“ მიმდინარე განხილვებზე, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას სენსიტიური თემების განხილვისას.

თუმცა, როგორც „პოლიტიკოს“ წყაროებმა განუცხადეს, 12 აპრილის უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო ახალ ბრალდებებზე ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მაგრამ მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სიიარტოს ქცევით გაკვირვებულები არ ყოფილან.

„საერთო ჯამში, ნაკლებად ლოიალური წევრი სახელმწიფოები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უმეტესი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა მცირე ფორმატში ხორციელდება“, – აღნიშნა წყარომ.

ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ ამბობს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია 12 აპრილის არჩევნებს მოიგებს, მაშინ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს გზა, რომ უნგრეთის ამ საქციელს გაუმკლავდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor