• May

    14

    2025
  • 59
  • 0
„პოლიტიკო“ – ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ პარლამენტში შეიტანეს სადავო კანონპროექტი, რომელსაც კრიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად მიიჩნევენ

„პოლიტიკო“ – ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ პარლამენტში შეიტანეს სადავო კანონპროექტი, რომელსაც კრიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად მიიჩნევენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ, „ფიდესმა“ პარლამენტში შეიტანეს სადავო კანონპროექტი, რომელსაც კრიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად მიიჩნევენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

კანონპროექტი სახელწოდებით „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის შესახებ“ უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის სამმართველოს მისცემს უფლებას, შავ სიაში შეიყვანოს ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის ევროკავშირის გრანტებს. სამმართველო ამის გაკეთებას შეძლებს, თუ ორგანიზაციებს ეროვნული სუვერენიტეტისთვის „საფრთხედ“ ჩათვლის.

ამ სიაში მოხვედრილი ჯგუფები დაკარგავენ მოქალაქეთა შემოსავლების 1%-ის ოდენობის შემოწირულებების მიღების შესაძლებლობას და ვალდებულნი იქნებიან, დაამტკიცონ, რომ მათი დაფინანსება შიდა წყაროებიდან მოდის. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ასევე დაექვემდებარებიან ინფორმაციის გამჟღავნების მკაცრ წესებს, მათ შორის მოუწევთ ქონების დეკლარირება. კანონპროექტი ასევე აძლევს ხელისუფლებას საფუძვლიანი შემოწმებების ჩატარების, დოკუმენტებისა და მოწყობილობების ამოღების და მკაცრი ჯარიმების დაკისრების უფლებას.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, პროექტი განსაზღვრავს, რომ ეროვნული სუვერენიტეტისთვის საფრთხეები მოიცავს საზოგადოებრივ აზრზე გავლენას, დემოკრატიული დებატების წახალისებას ან სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ღირებულებების უარყოფას, როგორებიცაა ქრისტიანული კულტურა და ოჯახის ტრადიციული მოდელი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor