• September

    4

    2025
  • 37
  • 0
პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1969 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1966 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის ჰ.ქ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახეს.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებსა და 135 ვაზნასთან ერთად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ჰ.ქ. და ო.ა. ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor