• October

    24

    2025
  • 8
  • 0
პოლიციამ ბათუმში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ.-მ და ო.ჯ.-მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor