• August

    8

    2025
  • 115
  • 0
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი – 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor