• September

    24

    2025
  • 46
  • 0
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ი.გ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა რ.მ. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor