• July

    26

    2025
  • 101
  • 0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები – 2004 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს. ასევე, პოლიციის მიერ ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor