• September

    4

    2025
  • 63
  • 0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი”, „ჰეროინი“ და  „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor