• September

    5

    2025
  • 96
  • 0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „სუბუტექსის“ 619 აბი.

ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი  სამალავიდან მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობას გულისხმობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor