
პოლიციამ დედაქალაქში ქაოსი საკუთარი დაზარალების ფასად მაინც აღკვეთა – კახი კალაძის გუნდი თბილისის მართვას განაგრძობს
დღეს თბილისმა უსამშობლოთა ძალადობრივი ვნებების კიდევ ერთი ხილული მაგალითი ნახა, მაშინ როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის დაკავების მცდელობას, ბარიკადების აღმართვას და ცეცხლის წაკიდებას, რასაც შედეგად 14 პოლიციელის დაშავება მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა უმძიმესია.
ე.წ ,,მშვიდობიან აქციაზე” პოლიციელებზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, რასაც ,,GEO NEWS” გმობს.
მოტივი არ ამართლებს თავდასხმას სამართალდამცველზე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. კანონი ყველასთვის ერთია – ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, მკაცრად და უსიტყვოდ დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
შეუძლებელია ვინმემ არ იცოდეს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობების დაკავების მცდელობა და მუნიციპალური საკუთრების განადგურება გამოიწვევს მყისიერ და კანონშესაბამისს რეაგირებას პოლიციის მხრიდან, რომელსაც აკისრია სრული პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.
ის, რაც დღეს თბილისის ცენტრში მოხდა სულგაყიდული, უცხო ქვეყნების აგენტების მოღალატეობრივი ქმედება და სრული თვითლუსტრაცია იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა დღეს აჩვენეს სანიმუშო მაგალითი თუ როგორ ხდება საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაუღალავი დაცვა.
საგულისხმოა, ის რაზედაც ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაამახვილა : ,,აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის პრესსპიკერმა – პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში”.
დიახ, მიუხედავად ძალადობრივი სცენარის თვალხილულობისა რისი არაერთი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, არც კი შეაფასეს და არ გაემიჯნენ, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობის ორგანიზება სპონტანური კი არა, წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო.
როგორც იკვეთება, მსგავსი პროვოკაციების მოწყობას და საქართველოს სუვერენიტეტის დამხობას დესტრუქციული ძალები კვლავაც მოინდომებენ, რისთვისაც ძალოვანი სტრუქტურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ.
,,GEO NEWS” ცესკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გულწრფელად ულოცავს ,,ქართულ ოცნებას” დამაჯერებელ გამარჯვებას საქართველოს მასშტაბით, ასევე კახი კალაძის გუნდს თბილისის მმართველობის გაგრძელებას.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





