• September

    26

    2025
  • 44
  • 0
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ს.ჩ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ვ.ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ „სკვერში” ბრალდებულებსა და 1977 წელს დაბადებულ პ.ქ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც,  ს.ჩ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა პ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჩ. და ვ.ჩ. ბრალდებულის სახით საჩხერეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor