• June

    4

    2025
  • 89
  • 0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული

ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების

ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1975 წელს დაბადებული ი.დ., წარსულში ნასამართლევი პირები, 1989 წელს დაბადებული შ.ჯ., 2006 წელს დაბადებული გ.კ., 1983 წელს დაბადებული ე.ა. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები:

1997 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ე.დ., 1999 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.

დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ ,,ალფა-პვპ” „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 261-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor