• March

    18

    2026
  • 29
  • 0
პოლიციამ თბილისში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თბილისში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით ორი პირი – 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეs, ი.ზ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი გასტაცეს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. და შ.ჩ. ცხელ კვალზე ბრალდებულების სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor