• May

    6

    2025
  • 55
  • 0
პოლიციამ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის სიღნაღის, გურჯაანისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული შ.ჭ., 1969 წელს დაბადებული ვ.ღ. და 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ი.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, “ალფა-პვპ” და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor