• May

    20

    2025
  • 31
  • 0
პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა, დაკავებულია ექვსი პირი

პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა, დაკავებულია ექვსი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობისა და მომზადების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ჯ.ქ., 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 2003 წელს დაბადებული ბ.ბ., 2003 წელს დაბადებული რ.ნ., და წარსულში ნასამართლევი, 1996 წელს დაბადებული შ.ე. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შექმნილი ჰქონდათ ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია.

ბრალდებულები ე.წ. დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს აფასოებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები, მობილური ტელეფონები, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor