• September

    23

    2025
  • 48
  • 0
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით  1992 წელს დაბადებული, კუბის მოქალაქე რ.პ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა, რ.პ. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ   დაფასოებული, 17 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება  „მეთადონი“. პოლიციამ რ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა  მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor