• December

    3

    2025
  • 52
  • 0
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი: 1979 წელს დაბადებული მ.ლ., 1995 წელს დაბადებული დ.დ. და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

იწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor