• May

    19

    2025
  • 67
  • 0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1985 წელს დაბადებული ს.მ., 1969 წელს დაბადებული ი.შ. და წარსულში ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.ე. და 1982 წელს დაბადებული ი.ა.

დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor