• October

    20

    2025
  • 14
  • 0
პოლიციამ რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პოლიციამ რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ზ.ე. და 1991 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor