• November

    10

    2025
  • 27
  • 0
პოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცავებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

„პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს კრიმინალის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor