• September

    17

    2025
  • 39
  • 0
პოლიციამ ქვემო ქართლში სხვადასხვა დანაშაულისთვის 2004 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში სხვადასხვა დანაშაულისთვის 2004 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ი.ა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor