• November

    13

    2025
  • 23
  • 0
პოლიციამ ქობულეთში ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ ქობულეთში ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ქობულეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს  ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ. ს.-მ  ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე. ამასთან, გ.მ.-მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო  დახმარება გაეწია. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor