• November

    4

    2025
  • 32
  • 0
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბ. ო. და 1993 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე ამოღებულია ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor