• November

    26

    2024
  • 92
  • 0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოში გიგაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით მას 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელის მიმართ ფიზიკური შეხება. მათივე მტკიცებით, თავდაპირველად ფიზიკური შეურაცხყოფა გიგაურს სწორედ პოლიციელმა მიაყენა.

ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათივე განცხადებით, დაკავებულმა პოლიციელს ფიზიკური დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. პარალელურად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დავობს ანატოლი გიგაური, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს. ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor