• December

    4

    2024
  • 59
  • 0
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, პოლონეთის მიერ მიღებული სისტემები დაიცავენ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების მისაწოდებლად გამოყენებულ აეროპორტ „ჟეშუვ-იასენკას“

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, პოლონეთის მიერ მიღებული სისტემები დაიცავენ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების მისაწოდებლად გამოყენებულ აეროპორტ „ჟეშუვ-იასენკას“

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიშლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემები დაიცავენ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისთვის გამოყენებულ ლოგისტიკურ ჰაბს, აეროპორტ „ჟეშუვ-იასენკას“.

ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კოსინიაკ-კამიშმა კომენტარი გააკეთა პოლონეთში F-35-ის ტიპის თვითმფრინავების, NASAMS-ისა და Patriot-ის საზენიტო სისტემების განთავსების შესახებ, რომლებსაც ვარშავას ნორვეგია და გერმანია გადასცემენ. მან აღნიშნა, რომ 2025 წელს პოლონეთს სხვა მოკავშირეებიც დაეხმარებიან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არსებობს პოლონეთის უსაფრთხოების მზა გეგმა.

„პოლონეთი წინა ხაზის ქვეყანაა. იყო პოლონეთის, რუმინეთისა და ლატვიის საჰაერო სივრცის დარღვევები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საჰაერო სივრცის დაცვა“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „უკრაინაში ავიაიერიშების მხრივ ვითარება დრამატულია“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor