• December

    22

    2023
  • 91
  • 0
პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება

პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება

პოლონეთი იმედოვნებს, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება, – ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, პაველ განჩარჟმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

განჩარჟი უკრაინელ კოლეგა სერგეი დერკაჩს შეხვდა. მისი თქმით, კიევი და ვარშავა “ბოლო დეტალებს” ათანხმებენ, რათა საზღვართან დაკავშირებით კომპრომისამდე მივიდნენ.

განჩარჟმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ “შედგება [პოლონეთის ინფრასტრუქტურის] მინისტრ კლიმჩაკის შეხვედრა კომიტეტთან, რომელიც საზღვარზე პროტესტს მართავს, და შობამდე ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ.”

“[უკრაინა] იბრძვის. მაგრის არის ასევე მეწარმეების ინტერესები, რომლებიც ნერვიულობენ საკუთარ არსებობაზე და იმაზე, რომ ამ გადაზიდვების ბაზრიდან შესაძლოა გაწიონ. ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სასტარტო პოზიცია ძალიან კარგია,” – განაცხადა განჩარჟმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor