• October

    2

    2025
  • 39
  • 0
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხა გერმანიის კანცლერს, რომელმაც „დრონების კედლის“ ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხა გერმანიის კანცლერს, რომელმაც „დრონების კედლის“ ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მკაცრად უპასუხა გერმანიის კანცლერს, რომელმაც „დრონების კედლის“ ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ტუსკის თქმით, არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი რუსეთთან და ბელარუსთან არის მთელი ევროპისა და ნატო-ს საზღვარი და ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მათ შორის ფინანსური და ორგანიზაციული მისი დაცვისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რეალისტები ვართ და მე გავაფრთხილე ჩვენი პარტნიორები, რომ არ გვაქვს მოლოდინი, მაგალითად, ჩვენს საზღვარზე აშენდება „დრონების კედელი“, რომელიც სრულად აღმოფხვრის ნებისმიერ საფრთხეს“, – თქვა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერის „დრონების კედელი“ ვერ მისცემს ასპროცენტიან უსაფრთხოების გარანტიას.

„ჩემი პასუხი იყო ძალიან მტკიცე და საკმარისად მკაცრი. თუ ვინმე მოძებნის ასპროცენტიან მეთოდს,ას პროცენტიან უსაფრთხოების გარანტიას, მაშინ ვერაფერსაც ვერ იპოვის. დღეს ჩვენ, როგორც ნატო-მ, როგორც ევროპამ უნდა მოვძებნოთ მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ტუსკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor