• March

    26

    2024
  • 96
  • 0
პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნატო-ში ალიანსის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავენ

პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნატო-ში ალიანსის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავენ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-ში ალიანსის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავენ.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჟეი შეინამ ისაუბრა.

მისივე თქმით, 24 მარტს რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა წარმოადგენდა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მდგრადობისა და სიფხიზლის გამოცდას.

„ნატო-ში სხვადასხვა კონცეფციის ანალიზი მიმდინარეობს. კერძოდ, ერთ-ერთი ვარიანტია მსგავსი რაკეტების ჩამოგდება, როდესაც ისინი ძალიან ახლოს მივლენ ნატო-ს საზღვრებთან, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უკრაინული მხარის თანხმობით და საერთაშორისო შედეგების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, ნატო-ს რაკეტები რუსულ რაკეტებს ალიანსის ტერიტორიის გარეთ ჩამოაგდებდა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor