• December

    8

    2024
  • 126
  • 0
პოლონეთში თავშეფარებული მერაბიშვილი კვლავ გვამს ითხოვს და საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებას აღვივებს ?

პოლონეთში თავშეფარებული მერაბიშვილი კვლავ გვამს ითხოვს და საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებას აღვივებს ?

რაც უფრო დიდხანს და კარგად ვუკვირდებით რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს, მით უფრო გასაგები ხდება თუ რა განზრახვა აქვს ბოლომდე გააგენტებულ და საკუთარ სამშობლოზე მტრად მოკიდებულ ოპოზიციას. არანაკლები ბრალი მიუძღვის დღევანდელ მდგომარეობაზე იდეოლოგიურ ტელევიზიებს, რომლებიც სრულად ტყუილის ტირაჟირებაზე არიან გადასული და შეგნებულად იმ დონეზე ძაბავენ მოსახლეობას, რომ ტყუილით დაბრმავებულმა ხალხმა რაიმე ისეთი გააკეთოს, რაც ქვეყნის ჩამოქცევას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რაც დღეს რუსთაველზე მოხდა, როდესაც სხვადასხვა კომფესიების სასულიერო პირები გამოვიდნენ და დესტრუქციული ძალის მხარე დაიკავეს, რაც ფაქტობრივად სამოქალაქო ომისაკენ მოწოდებას უტოლდება.
აგრეთვე, არა ერთი ფაქტი გვხსოვს, როდესაც უბადრუკი ოპოზიცია, არასამთავრობოები თუ ნაც-ჟურნალისტები ერთად და ცალცალკე ცდილობდნენ ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდებას, რაც დღემდე არ გამოუვიდათ.

დღევანდელ დღეს ასეთი მოცემულობაა გლობალურ პოლიტიკაში:

შტატების 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნა არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი წლის დასაწყისიდან მსოფლიოს რეალობა იცვლება, მოვლენები ისე მიმდინარეობს, რომ სავარაუდოდ უკრაინის ომი შეჩერდება და ეს ავტომატურად გამოიწვევს პოზიტიურ გადატვირთვას. ეს სრულიად მიუღებელია დასავლეთში არსებული ერთგვარი ინტერეს ჯგუფებისათვის, ვისთვისაც უკრაინის ომი და რუსეთის იზოლაცია არის იდიალური შემოსავლის წყარო, სადაც უზარმაზარი ფული იშოვება, სულ რომ თავი დავანებოთ გეოპოლიტიკურ მდგენელს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კოლექტიური დასავლეთი დღეს, როგორც არასდროს, ისეა დაინტერესებული საქართველოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლით, რაც დღეს ყველაზე დიდი რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისათვის, რამეთუ ყველაზე მეტად სწორედ ახლა იქნება ხელსაყრელი საქართველოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ინსცენირება, თუნდაც ამას საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შეეწიროს, რომელიც მათთვის დასავლეთში მხოლოდ თანხვედრი ზარალი იქნება, ხოლო საქართველოსათვის სახელმწიფოებრიობის დასასრული, ასე რომ, ქართველებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

ჩვენი ძალოვანი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მკითხევლს უკვე მივაწოდეთ ცნობები საქართველოში შემოყვანილი უკრაინელი ბოევიკების თაობაზე. წყარო კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უკრაინელი ,,დესანტის” თბილისში მიტინგებზე გამოსაყენებლად გამოგზავნის იდეა, ისევე როგორც ლოჯისტიკის უზრუნველყოფა შსს-ს ყოფილ მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს ბატონ გია ლორთქიფანიძეს ეკუთვნით. ეს კი კვლავაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ პირებს თავის მხრივ, თემურ ალასანიაც საქმეში ჰყავთ, რის შედეგადაც ისინი სათანადო კანდიდატურას არჩევენ, რათა სისხლის დაღვრის გზით მუხტი აწიონ. ამ ქმედებას ეს კონკრეტული პირები დასავლეთთან შეთანხმებით კარგა ხანია გეგმავენ, მათ შორის, ,,სუსის” მიერ გაშიფრული ე.წ. არასამთავრობოების ვითომ ტრენინგების დროს. სადღეიდოდ მერაბიშვილი ძირითადად პოლონეთში იმალება და საქართველოში ხელისბიჭად ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია ჰყავს. 

ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე რედაქცია პასუხისმგებლობას იხსნის, რამეთუ ჩვენი ინფორმირებული წყარო სრულად ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ცნობების სიზუსტეს, თუმცა ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ.

ირაკლი გიორგაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor