
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პოლონური მედია – სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დონალდ ტუსკის გადადგომას ითხოვს
პოლონეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის გადადგომას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
გამოკითხვები კვლევითმა კომპანია Pollster-მა, პოლონური გაზეთის, Super Express-ის დაკვეთით ჩაატარა.
კვლევისას 1002 ადამიანი გამოიკითხა. რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე – უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. გამოკითხულთა 52%-მა შეკითხვას დადებითად უპასუხა, ხოლო 34%-მა პროცენტმა უარყოფითად. გამოკითხულთა 14%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
სოციოლოგიური გამოკითხვისას პოლონელებს ასევე ჰკითხეს საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ აირჩევდნენ თუ არა იმავე მთავრობას, რომელიც ამჟამადაა ხელისუფლებაში. გამოკითხულთა 65%-მა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ მთავრობას ისევ აირჩევდა, 22%-მა შეკითხვას უარყოფითად უპასუხა, ხოლო 13%-მა თავი შეიკავა.





