
პრეზიდენტის მორიგი არაკონსტიტუციური ქმედება და საზღვარგარეთ ,,ქართული ოცნების” მიზანმიმართული კრიტიკა ?!
სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს. ამჯერად პრეზიდენტი ბრიუსელშია, თუმცა მან მანამდე შეხვედრები პარიზში, ბერლინსა და ვარშავაში გამართა.
ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო.
შეხვედრების დროს პრეზიდენტმა მეტი სადამკვირებლო მისიის გამოგზავნა და მხარდაჭერა ითხოვა. ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა ,,ქართული ოცნების,, გასაკრიტიკებლადაც გამოიყენა, რომელმაც საარჩევნო გარემო უთანასწოროდ, არასამთავრობო სექტორი კი, რეპრესიების სამიზნედ შეაფასა.
პრეზიდენტს რომელიც ხშირად გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ავიწყდება მისი მოვალეობა, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, პასუხობენ მმართველ პარტიაში, სადაც მას ჯერ საქართველოს კონსტიტუცია, შემდეგ კი გერმანული კანონმდებლობის დარღვევაც შეახსენეს.
სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა – თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ლიდერი, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასავლელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე დასმულ კითხვას.
ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, პოლიტიკური დაინტერესება, რაც არაფრად დაგიდევს რეალობას, რაც საქართველოში არსებობს”.
„ეს ირაკლი კობახიძის მიმართ დამოკიდებულება არ არის. ეს არის საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების, მისი აწმყოსა და მომავლის მიმართ დამოკიდებულება, რაც ნამდვილად მიუღებელია.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი შეიცვლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ახლა ოფიციალური თბილისი ბერლინისგან განმარტებებს ითხოვს. სწორედ გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მორიგ რეზონანსულ მოწოდებას ავრცელებს ბუნდესტაგის დეპუტატი და საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით ცნობილი მიხაილ როთი.
ირაკლი გუნია
,,Geo News”





