• January

    22

    2025
  • 65
  • 0
პრეზიდენტმა ერდოღანმა 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბოლუს პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც კურორტ კარტალკაიაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრების გასვენებას დაესწრო. ტრაგედია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტზე მოხდა, მთელ თურქეთში დიდი მწუხარება გამოიწვია.

კარტალკაიას სასტუმროში გაჩენილი ხანძარი 76 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა. შემთხვევის დროს სასტუმროში ათეულობით ტურისტი და თანამშრომელი იმყოფებოდა. ხანძარი სასტუმროს სამზარეულოს ნაწილში დაიწყო და სწრაფად გავრცელდა სხვა ოთახებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებულ ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის. „ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის. თითოეული დაკარგული სიცოცხლე მთელი ქვეყნის ტკივილია. ჩვენ ამ ოჯახებს მარტო არ დავტოვებთ“, — განაცხადა ერდოღანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, AFAD-მა, განმარტა, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა. რამდენიმე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ხანძრის სიმძლავრემ მაშველებს მუშაობა გაურთულა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. სასტუმროს მფლობელთა და პერსონალის პასუხისმგებლობა აქტიურად განიხილება.

ტრაგედიის შემდეგ, თურქეთის მთელ რიგ სასტუმროებს უსაფრთხოების ზომების გადახედვა დაევალათ, რათა მსგავსი შემთხვევების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამ თემასთან დაქავშირებით თანაგრძნობა გამოხატა მიხეილ ყაველაშვილმაც. ის ღმა მწუხარებას გამოთქვამს, თურქეთში დატრიალებლ ტრაგედიაზე. თავისი და არამარტო თავისი ყველა ქართველის სახელით თანაუგრძნობს პრეზიდენტ ერდოღანს. ის გამძლეობას და მხნედ ყოფნას უსურვებს ჩვენს მეგობარ, მეზობელ თურქეთს და იქ მცხივრებ საზოგადოებას.

მოამზადა-გიული ირემაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor